სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, ინალ არძინბას ჰპირდება, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს, არაბული ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის სუვერენიტეტის ასაღიარებლად. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა სოხუმსა და დამასკოში ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციები აფხაზეთი - სირიის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი აფხაზეთს 2024 წელს ეწვევა.