მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფ.გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია

სს
06.01.24 11:04
336

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფ. გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია - ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ.აქუცაზე გამვალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები