საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.