საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106
(სოფ.პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.