ბათუმის მუნიციპალიტეტი 100 ახალ მიკროავტობუსს და 25 ავტობუსს შეიძენს - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც პროექტს ბათუმის ავტოტრანსპორტი განახორციელებს.
მთავრობის განკარგულებაში მითითებული არაა რამდენი მილიონი ლარი დაჯდება აღნიშნული შესყიდვის განხორციელება, ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოზე კონსოლიდირებული ტენდერის გამოქვეყნებისას გახდება ცნობილი.
ბათუმში მუნიციპალურ სამგზავრო გადაყვანებს კომპანია “ბათუმის ავტოტრანსპორტი” ახორციელებს. ამჟამად საჯაროა კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 6.2 მილიონი ლარი, ზარალი კი 5.7 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს კომპანიამ 60 ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსის შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა.