მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერია განათების ახალ სისტემაზე 30 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

61de8d6292c53
შოთა ტყეშელაშვილი
12.01.22 12:32
1049
ბათუმის მერია გარე განათების სისტემის გამოცვლაზე 30 მილიონ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურმა.

სატენდერო განაცხადიდან ირკვევა, რომ არსებული ნათურები LED სანათებით შეიცვლება. ამასთან, მიმწოდებელი ამ სანათების გამართულ მუშაობაზეც იქნება პასუხისმგებელი.

“მიმწოდებელი ვალდებულია ბათუმში, არსებული 14,555 სანათი არსებული ბოძით და ელკაბელით (ყველა იმ ნაწილის გათვალისწინებით, რომლის საშუალებითაც ხდება სანათის განათება) უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა, იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი იქნება გაუნათებელი სანათი, შემსყიდველის მიერ შეტყობინებიდან 48 საათის შემდგომ შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურება: გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით და გარე განათების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობი", - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

ტენდერი 2022-2027 წლების პერიოდს მოიცავს.

მასში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 2022 წლის 6 თებერვალს იწყება და 11 თებერვალს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები