ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა გაეზარდა. ნავსადგურის სტატისტიკით, 2024 წელს ბათუმის საზღვაო პორტი 3.6 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ პორტი მოემსახურა 1.8 მლნ ტონა ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რაც 2023 წელთან შედარებით 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1.8 მლნ ტონა საბორნე ტვირთი იყო, აქ ზრდა 5.9%-ია.
16.3%-ით შემცირდა პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91 200 ერთეული შეადგინა. მთლიანობაში პორტმა 552 გემი მიიღო, 41 გემით ნაკლები 2023 წელთან შედარებით.