მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის რესპუბლიკური მოქალაქეებს ადგილზე რეგისტრაციით „სინოფარმით“ ვაქცინაციას სთავაზობს

60eeef922084a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.21 18:37
799
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პორტალზე შექმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს საავადმყოფოში მისვლას და ადგილზე რეგისტაციით „სინოფარმით“ ვაქცინაციას სთავაზობენ.

„იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ჯავშნის განხორციელებას, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიყო სივრცე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილზე განახორციელონ რეგისტრაცია და ჩაიტარონ ,,სინოფარმით’’ ვაქცინაცია“, - წერია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს facebook-პოსტში.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში Pfizer-ის 28 000 დოზა შემოვიდა და ამ ვაქცინით მწარმოებელთა რეგისტრაცია 15:00 საათიდან დაიწყო, თუმცა მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობის გამო ვაქცინაციის პორტალი შეფერხებით მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები