მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა

ფესტივალი
BM. GE
20.08.23 22:07
50

19-20 აგვისტოს, ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას ისახავდა.

"თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.

აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა. ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.