მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ორ თვეში პარკირების და ტრანსპორტის გაჩერების 11 413 დარღვევა გამოვლინდა - მუნიციპალური ინსპექცია

პარკირება

ბათუმში, ორი თვის განმავლობაში 11 413 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. 

მათ შორის:

5439 - პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა;

2724 - ტროტუარზე დგომა;

1979 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;

783 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;

410 - ველობილიკზე არასწორი პარკირება;

78 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;

514 - ევაკუირებულია.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ავტოპარკი კიდევ ერთი ევაკუატორით განახლდა. მათი მოლოდინით, დამატებითი ტექნიკა, ქალაქში მომატებული არასწორი პარკირების პრობლემას უფრო ეფექტურად აღმოფხვრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები