მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში პოლიციელი 1 000 დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს – შსს-ს ცნობით, დაკავებისას მიმალვა სცადა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი 1975 წელს დაბადებული რ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.დ.-მ მოქალაქე რ.კ.-სგან ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი მიიღო. სანაცვლოდ, ბრალდებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას შსს-ს საინფორმაციო ბაზაში ამოწმებდა და აღნიშნულ მონაცემებს უკანონოდ გადასცემდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვისას ავტომობილით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. შემდგომ ბრალდებულმა ავტომობილი მიატოვა და ფეხით ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ქრთამის ნაწილის სახით მიღებული 500 აშშ დოლარი, რომელიც ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები