მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში რაგბის სტადიონის რეაბილიტაციის ₾21-მილიონიანი ტენდერი შეწყდა

ბათუმი რაგბის სტადიონი

ბათუმში რაგბის ორი ახალი სტადიონის მშენებლობისა და არსებული სტადიონის რეაბილიტაციის 21 ₾მილიონიანი ტენდერი შეწყდა. ტენდერი აპრილში გამოცხადდა და ის ლეონიძის ქუჩაზე არსებული სტადიონების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამმართველომ საპროექტო დოკუმენტაციაში რიგი უზუსტობები გამოავლინა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სარაგბო სტადიონის ტენდერი შეაჩერა.

განცხადების თანახმად, სტადიონზე განახლებული ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციაში რიგი კორექტირებების შეტანის შემდეგ ხელახლა გამოცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები