ბათუმში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია იწყება.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბათუმში, ტბეთის ქუჩა N16-ში მდებარე 5111 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის ღირებულებაც 3 854 018 ლარია.
განაცხადებების მიღება 18 მაისს დასრულდება.
პროექტი ითვალისწინებს:
5 111 კვ/მეტრ ფართზე განთავსებული, არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და ახალი სპორტული კომპლექსის აგებას.
შეიცვლება და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების ხუთი სათამაშო მოედანი.
დაიგება ჰარდკორტის ტიპის საფარი.
კაუჩუკის ზედაპირი 6 ფენა სპეციალური რეზინის საღებავით დაიფარება;
შენობის პირველ სართულზე განთავსდება:
ნომერი შშმ პირთათვის;
სამედიცინო კაბინეტი;
სამწვრთნელო ოთახი;
ტექნიკური დანიშნულების სივრცეები;
საერთაშორისო სტანდარტის გასახდელები;
საშხაპეები;
მეორე სართული მთლიანად სასტუმროს ნომრებს დაეთმობა. ამაღლდება და კეთილმოეწყობა არსებული ბეტონის ღობე.
გარე პერიმეტრზე დაიგება ფილები, გაკეთდება ბორდიურები პარკინგი.