მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა - 72 ოჯახი ალტერნატიულ ფართში გადაჰყავთ

6192b3ab1009f
თამთა ჯიჯავაძე
15.11.21 23:17
1126
ბათუმში, რურუას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა, ამის შესახებ ადგილობრივები იტყობინებიან. როგორც ცნობილია, არავინ დაშავებულა. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, რურუას ქუჩის #1ა-ში საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანდა, ამიტომაც კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი.

"უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. 2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს" , - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები