მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში ყირგიზეთის საკონსულო იხსნება

ყირგიზეთი

ბათუმში ყირგიზეთის საკონსულო იხსნება. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ მიმდინარე წლის 13 ივნისს გამოსცა.

„გაიცეს თანხმობა ქალაქ ბათუმში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ყირგიზეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) გახსნის თაობაზე“, - წერია განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. ყირგიზეთს საელჩო ტერიტორიულად საქართველოში არ აქვს. ბაქოში კი მდებარეობს ყირგიზეთის საელჩო საქართველოსა და აზერბაიჯანში.

ცნობისთვის, საქართველოში ყირგიზეთიდან ჩამომსვლელი ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყირგიზეთიდან 3 681 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

ბოლო ოთხი წლის სტატისტიკა კი შემდეგნაირია:

  • 2021 – 6,192 ვიზიტი
  • 2022 – 14,218 ვიზიტი
  • 2023 - 17,093 ვიზიტი
  • 2024 - 19,006 ვიზიტი

გარდა ამისა, ოფიციალური სტატისტიკით, ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია, სადაც წელს 408 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოექსპორტი განხორციელდა. ყირგიზეთში ავტოექსპორტი წინა წელთან შედარებით 53%-ით არის გაზრდილი. ამასთან, საგულისხმოა რომ ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი საკმაოდ მაღალია და ის 32.6 ათას დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები