ლიმო ბავშვთა ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც არამარტო საქართველოში არამედ საექსპორტო ბაზარზეც იყიდება. ლიმოს საერთაშორისო წარმატება საამაყოა თუმცა ამბავი ბევრად ადრე და უფრო მასშტაბური მიზნით იწყება. „ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილია იმ ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“ – მადლენ ოლბრაიტის ეს სიტყვები ზუსტად მაშინ წავიკითხე, როცა ვფიქრობდი რა შემეძლო გამაკეთებინა ქალებისთვის, მათთვის რომლებიც შიდა ქართლში, ანუ ჩემს მშობლიურ რეგიონში ცხოვრობენ - ეს ნინო გიორგაძის ფორბს ვუმენთან მიცემული ინტერვიუს ამონარიდია. სწორედ ქალების გაძლიერების მიზნით იწყება ჯერ “ლიდერის” და შემდეგ ლიმოს არსებობაც.
სტუმარი: ნინო გიორგაძე - “ლიმოს” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად.