მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზალტ ფაიბერსის“ გაყიდვებში სახელმწიფო პროექტებზე 20% მოდის - კომპანიაში მიზეზებს ასახელებენ

64a7f57640223
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.23 21:00
626
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი ივერი ქუცნაშვილი ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტებში ადგილობრივი მწარმოებლების ჩართულობასა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც კომპანიები დგანან. გადაცემა #რედაქტ2-ში ქართულ-გერმანულ ჰოლდინგში შემავალი „ბაზალტ ფაიბერსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვებში სახელმწიფო პროექტებს 20% უკავია, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 80% მაინც უნდა იყოს.

ინფრასტრუქტურული მშენებლობის და დაგეგმვის მოუქნელი სისტემა, პროექტებში ინოვაციური პროდუქტის გაუთვალისწინებლობა, კადრების კვალიფიკაცია, სახელმწიფო პოლიტიკა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ივერი ქუცნაშვილის თქმით, კომპანიას სახელმწიფო პროექტებში გაყიდვების გაზრდას აფერხებს.

- ხართ თუ არა ჩართული სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და როგორია მაჩვენებლები?

ჩვენ ჩართულები ვართ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც თავისი შეფერხება აქვს. პანდემიის დროს პრიორიტეტები შეიცვალა, შემდეგ როგორც ჩანს, მშენებლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნა და ხდება ტენდერების თავიდან გამოცხადება, ასევე არსებობს ტექნიკური სირთულეები, რომლებიც სვანეთში გზის დაგებას ეხება. წესით, ჩვენი შესყიდვების 80% სახელმწიფოს შესყიდვებზე უნდა მოდიოდეს, 20% კი კერძოზე, რეალურად კი - პირიქითაა.

- რა გიშლით ხელს, რომ ეს მაჩვენებლები შეიცვალოს და როდის შეიძლება ეს მოხდეს?

ეს მდგომარეობა მაშინ შეიცვლება, როდესაც სახელმწიფო ეკონომიკური სარგებლიანობის სწორად დათვლას დაიწყებს. ჩვენ ინფრასტრუქტურული მშენებლობის და დაგეგმვის მოუქნელი სისტემა გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ პროცესი ასე ხდება - დიზაინი - ტენდერი - მშენებლობა. დამპროექტებელს პროექტში ახალი მასალების და ტექნოლოგიების შემოტანის ინტერესი არ აქვს. სახელმწიფოს მხრიდან არ არის მოთხოვნა ტექნოლოგიური მიდგომებისა თუ მასალების მხრივ. რეალურად, საქართველოში მარშრუტების ალტერნატივების შეფასება ხდება და მანდ სრულდება. მასალების და ტექნოლოგიების შეფასებას არავინ ითხოვს, შესაბამისად, როდესაც არ ხდება ალტერნატიული პროექტების, მასალების მოძიება, შედარება, საპროექტო კომპანიას არანაირი მოტივაცია არ აქვს, თავის თავზე აიღოს სამუშაო და დამატებითი ვერსიები შესთავაზოს სახელმწიფოს, ეს მიდგომა არ გვაქვს.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ მელიორაციის პროექტებში ბაზალტის არმატურა ანახევრებს და დაახლოებით 60%-ით ამცირებს ხარჯებს, ჩვენი არმატურა კოროზიას არ განიცდის, გაცილებით მოსახერხებელია, მსუბუქია, ფასით უგებს მშენებლობის პროცესში სხვა მასალებს. მელიორაციის პროექტებში წარმოდგენილნი არ ვართ, რადგან სახელმწიფოს მიდგომაა - რატომ უნდა მოვთხოვოთ ვინმეს თქვენი არმატურის პროექტში გათვალისწინება... ეს კორუფციაში ჩაგვეთვლება. ჩვენ ამას არ ვთხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ალტერნატიული მასალების დათვლა და შედარება მოითხოვონ, მაგრამ ეს არ ხდება. მუშაობა 60 წლის წინანდელი მიდგომებით ხდება.

- თქვენ რამდენად მუშაობთ იმაზე, რომ კომპანიის პროდუქტის ცნობადობა ამაღლდეს და სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის მაჩვენებელი გაიზარდოს? რას აკეთებთ იმისთვის, რომ მაგალითად, მელიორაციის სახელმწიფოს კომპანიის პროექტებში, როგორც ამბობთ, „ბაზალტ ფაიბერსის“ ეფექტიანი პროდუქტების გამოყენება მოხდეს?

ჩვენ ყველანაირად ვცადეთ... ბოლოს ისე გამოვიდა, რომ სადაც ვმონაწილეობდით, იქიდანაც ამოიღეს ჩვენი პროდუქტი, რადგან ვუთხარით, რომ სახელმწიფო სახსრებს არ უფრთხილდებოდნენ. როგორც ჩანს, მაშინდელ ხელმძღვანელობას ეწყინა.

- ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილი შეფასება - ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომპანიების მიმართ გაჟღერებული რეკომენდაცია, თუ უფრო სახელმწიფოს მიერ ყურადსაღები რჩევები? სად ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს?

ზოგადად პრობლემის საფუძველი კადრების კვალიფიკაციაშია. სამწუხაროდ, ამ გარემოებას ვხდებით როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. ჩვენი სტრატეგია მაღალი პროფილის პროექტებში მონაწილეობაა, იმიტომ იყო, რომ იქ კვალიფიკაციის პრობლემა არ არის. როცა კვალიფიკაციის პრობლემა დგას, შემდეგ რისკებისთვის თავის არიდება ხდება. ადამიანს, როდესაც რაღაცის ცოდნა არ აქვს, ცდილობს ახალ საქმეს ხელი არ მოკიდოს და მოიშოროს. კვალიფიკაცია, სისტემა და სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. სახელმწიფოს ჩამოყალიბებული მიდგომა უნდა ჰქონდეს, რა ტიპის მიდგომები წაახალისოს და ინოვაცია და ადგილობრივი წარმოება როგორ წაახალისოს. ჩვენ არ ვითხოვთ შეღავათებს, ჩვენ ვამბობთ, რომ შანსი მოგვცენ. რეალურად, ჩვენ საპროექტო სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობაც არ გვეძლევა, თუ საპროექტო სამუშაოებში ინოვაციური მასალა არ მოხვდა.

სამშენებლო მასალების ბაზარი იმპორტდამოკიდებულია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები