მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარზე არიან ფალსიფიცირებული ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებლები...- ველოდებით ლაბორატორიის გახსნას“

პარკები

2019 წლიდან საქართველოში არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება/გამოყენება და იმპორტი აკრძალულია, თუმცა კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებობენ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც პოლიეთიელნის პარკებს ბიოდეგრადირებადის წარწერით ყიდიან, სახელმწიფო კი მათ ვერ აკონტროლებთ.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაანონსებული ჰქონდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში პლასტიკის პარკების ლაბორატორიული შემოწმება უნდა დაწყებულიყო, მისი სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, შესაფუთი მასალების კლასტერის საბჭოს წევრი რედაქტ2-ტან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ ლაბორატორიული კონტროლი არ ამოქმედებულა.

„კეთილსინდისიერმა კომპანიებმა მოახდინეს ინვესტიცია, გადაეწყვნენ და შემდეგ არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ. ბაზარზე არიან ფალსიფიცირებული პროდუქტის მწარმოებლები და როცა გვაქვს ამ საკითხზე საუბარი სახელმწიფოსთან, ძირითადად ხდება იმაზე ხაზგასმა, რომ ეს არის უფრო საცალო ვაჭრობები, რომლის გაკონტროლებაც უჭირს სახელმწიფოს და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების დონეზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვაყენებდით საკითხს, რომ გახსნილიყო შესაბამისი ლაბორატორია, თუმცა ამას ლაბორატორიაც არ სჭირდებოდა, იმდენად ფალსიფიცირებული იყო. ველოდებოდით ლაბორატორიის გახსნასაც. სოლომონ პავლიაშვილმა [მინისტრის მოადგილემ] განაცხადა, რომ სახელმწიფო ლაბორატორიის ბაზაზე მოხდებოდა კონტროლი. ჯერჯერობით ველოდებით, ეს არ არის ამოქმედებული, როგორც იქ აცხადებენ, სტანდარტის დანერგვის პროცესში არიან და ვნახოთ შემდეგ როგორ გაკონტროლდება“,-აცხადებს სალომე ქარელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები