მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტიციები კვებისა და სასმელი პროდუქტების შეფუთვის მიმართულებით უნდა ჩაიდოს“ - შემფუთველთა კლასტერი

შეფუთვა

საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. გასულ წელს შესაფუთი მასალების ექსპორტი 14%-ით, 55,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შემფუთველთა კლასტერის ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი.

ქართული შესაფუთი მასალების ძირითადი საექსპორტო ბაზარი მეზობელი სახელმწიფოებია. კერძოდ, გასულ წელს 32 მილიონი დოლარის ღირებულების შესაფუთი მასალები გავიდა აზერბაიჯანში, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ს წარმოადგენს. ექსპორტის 13% მოდის სომხეთზე, 7% პოლონეთზე, 1,2 მილიონის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა შტატებში და მას მთლიან ექსპორტში 2%-იანი წილი უჭირავს. 1%-ით არის შემცირებული იმპორტი, რამაც გასულ წელს 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

შესაფუთი მასალების კლასტერის საბჭოს წევრი სალომე ქარელი რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სექტორი გაიზარდა და გაძლიერდა, რაც აისახა კიდეც რიცხვებში, თუმცა არსებობს გამოწვევები, რაც ძირითადად ცოდნისა და ხარისხის ნაკლებობას უკავშირდება საკვები და სასმელი პროდუქტების შეფუთვების სეგმენტში, შესაბამისად მისი თქმით, ინვესტიციები სწორედ ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

„2023 წელი შეფუთვის სექტორისთვის იყო ახალი ინვესტიციები დანადგარების, ავტომატიზაციის, სტანდარტის დანერგვის მიმართულებით. მოხდა ბაზრების და ნედლეულის დივერსიფიცირება, შესაბამისად ამან მოგვცა ადგილობრივი წარმოების გაზრდის შესაძლებლობა, მსხვილ კომპანიებს დაემატნენ მცირე და საშუალო მეწარმეები და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებში, ვინაიდან წარმატების მაგალითები უკვე არსებობს, კიდევ უფრო მოიზიდავს ეს სექტორი ინვესტორებს, რომ საქართველოში შესაფუთი მასალები აწარმოონ.

გამოწვევა სადაც გვაქვს, ეს არის კვლევა და დიზაინი. აქ უნდა ჩაიდოს ინვესტიციები. ნაკლებობა გვაქვს ცოდნის და ხარისხის კვების და სასმელი პროდუქტების შეფუთვის მიმართულებით. დღეს, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს და როცა კვების და სასმელი პროდუქტების ექსპორტი უნდა გაიზარდოს ევროკავშირის ბაზარზე, ვიცით, რომ პირველ რიგში ევროპელი მომხმარებელი რასაც ხედავს ეს არის შეფუთვა, რაც ქართული ბრენდების ამბასადორიცაა და ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ჩაიდოს ინვესტიციები, ვინაიდან შეფუთვები არამხოლოდ ტრანსპორტირების თუ შოკური, კონვენციური მიზნით გამოიყენება, მას აქვს დატვირთვა, იგივე დიზაინის, ბრენდინგის მიმართულებით. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი კომპონენტები როგორიცაა რეციკლირება, რამდენად მდგრადია ის და ა.შ“,-განაცხადა ქარელმა.

აღსანიშნავია, რომ შესაფუთი მასალების სექტორი ქვეყანაში ბოლო წლებში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები