მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ჭარბი რქაწითელის და საფერავის ყურძენი სხვა ჯიშებით უნდა ჩანაცვლდეს - ვასილ მანაგაძე

ვასილ მანაგაძე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, სახელმწიფო შეძენილ რქაწითელის ჯიშის ყურძენს ძირითადად სპირტისთვის იყენებს, რისთვისაც საფერავის ჯიში ნაკლებად გამოსადეგია. ვასილ მანაგაძის "საქმის კურსთან" რთველის სუბსიდირების პროგრამის შეფასებისას აცხადებს, რომ ამ ჯიშის ყურძნიდან მოსავლის მართვის კომპანია სავარაუდოდ, ღვინოს დაამზადებს და საბაზროზე დაბალ ფასად გაყიდის, რაც ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.

“ამ რთველმა გვანახა, რომ ჭარბი ყურძენი რეალურად ქვეყანაში არსებობს. რეკორდული ექსპორტის პირობებში საფერავის ჩაბარებაზე პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ექსპორტირებული ღვინის 60% წითელ ღვინოზე მოდის. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშაა მათ შორის რამდენად ხდება საექსპორტო ღვინის ხარისხის კონტროლი.

სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ანგარიში რამდენი ლარი დახარჯა სუბსიდირებაზე, რამდენი ლარი დახარჯა საფერავის ჯიშის ყურძნის ყიდვაზე და ძალიან საინტერესოა რას უპირებენ საფერავს, რომელიც სახელმწიფო კომპანიამ შეისყიდა და გახდა ბიზნესის კონკურენტი.

არც თავიდანვე თქმულა რა თანხა გამოიყო საფერავის შესასყიდად, ზუსტდებაო თქვა პრემიერმა და პოსტ ფაქტუმ მაინც გვითხრან რამდენი დაიხარჯა, რომ ვიცოდეთ რამდენად გამართლებულია ის ხარჯები, რასაც წლიდან წლამდე სახელმწიფო ეწევა.

ჩემი აზრით, ხელშეწყობის პროგრამები, რაც არის, რომ ვენახები გაშენდეს და გულისხმობს ნერგების, წვეთოვანი სისტემის დაფინანსებას იქ აუცილებლად უნდა ჩაიდოს წინაპირობა რომ ის ჭარბი ყურძენი რაც არის მაგალითად რქაწითელია თუ საფერავი უნდა ჩანაცვლდეს. იმ მევენახემ ვისაც ქისი, ხიხვი არ ვიცი კრახუნა იქნება გაშენება უნდა შესაბამისი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი ჩაანაცვლოს”, - ამბობს ვასილ მანაგაძე, „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი & ღვინის ეროვნული სააგენტოს ექს-დირექტორი;

როგორც ცნობილია, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

რთველი 2024 სრულდება. სექტემბრის მონაცემებით 276 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. რეკორდული შედეგებით მთავრობა თავს იწონებს, მაგრამ ბაზარმა ჭარბი მოსავალი სრულად ვერ აითვისა, რომლის შეძენაც ისევ სახელმწიფოს მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები