მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრებისთვის, EU-ის სივრცეში გაერთიანება უსაფრთხოების გარანტია, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება, რომ ამ ბაზრებს შეუერთდეს - გერმანიის ელჩი

პიტერ ფიშერ

ბაზრებისთვის, ევროკავშირის სივრცეში გაერთიანება უსაფრთხოების გარანტია, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება, რომ ამ ბაზრებს შეუერთდეს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო, ასევე ქართული ბანკების აქციების ფასი ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებმა უკვე დაიწყო ასახვა და ბაზრების რეაგირება მწვავეა.

"ნახავდით, ორი მსხვილი ქართული ბანკების ციფრებს, ასევე ქართული ლარის კურსიც მერყეობს, უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე. კრედიტი უფრო და უფრო ძვირდება და ბაზრის რეაგირების საკმაოდ მწვავეა მიმდინარე მოვლენებზე. ევროკავშირის ქვეყნები ძირითადად ერთმანეთში ვაჭრობენ, ამიტომაც საუკეთესო ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება, რომ ამ ბაზარს შეუერთდეს, ეს არის ერთიანი ბაზარი, სადაც არ არის არანაირი ბარიერი მოძრაობის თვალსაზრისით, კაპიტალისა და საქონლის თვალსაზრისით. ეს არის შესანიშნავი ბაზარი და ასევე არის უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობები", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ქართული ბიზნესის თვალით დანახულ ევროკავშირის ბაზარს, ელჩი მიიჩნევს, რომ კარგი შესაძლებლობაა, საითაც ბიზნესი უნდა ისწრაფოდეს.

"ბიზნესის გადმოსახედიდან ეს არ არის კარგი იდეა, რომ ხელიდან გაუშვათ [ევროკავშირში გაწევრაინების] შანსი. მე ვიცი არაერთი ბზინეს ასოციაცია, რომელიც აქ ფუნქციონირებს აცხადებს, რომ შეიძლება ამან [ევროკავშირის კარის დახურვამ] მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს", - განაცხადა ელჩმა.

მან ასევე განმარტა, რომ საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და დაიწყო/მიმდინარეობს დებატები გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. ელჩი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირს გაღმავებაც სჭირდება და გაფართოებაც.

"გაღრმავება გულისხმობს იმას, რომ მაგალითად გვქონდეს საერთოდ ვალუტა და ევროპული კომპეტენციის გარშემო გაერთიანდეს მთელი სისტემა, უფრო მეტი ჰარმონიზაცია და ა.შ. ასევე მიმდინარეობს დებატები, რომელი გვჭირდება - გაფართოება თუ გაღრმავება? და ჩვენ ვამბობთ, რომ ამჟამად გვჭირდება ორივე. ჩვენთვის საუკეთესო რამ არის რომ ჩვენი უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კარგი ეკონომიკური განვითარების სივრცემ მოიცვას ყველა ის ქვეყანა რომელსაც შეუძლია, იმის თქმა, რომ ისინი არიან ევროპელები და ქართველებს ამის თქმა შეუძლიათ.

ეს ფანჯარა არის ღია, მაგრამ შეიძლება ეს ფანჯარა დაიხუროს. მთავრობები, რომლებიც მოდიან ევროკავშირის სახელმწიფოებში წელს, შემდეგ წელს, შემდეგი 5 წლის განმავლობაში, შეიძლება ნაკლებად უჭერდნენ მხარს გაფართოებას, ეს არ არის გარანტირებული მოვლენა, რომ ყოველთვის ღია იქნება ეს ფანჯარა. პოლიტიკური სიტუაცია ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი ხელიდან", - განაცხადა ელჩმა.

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები