პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებდა, რომ რუსული ენერგიის შესყიდვაზე ემბარგო დაეწესებინათ, თუმცა მან ისინი ვერ დაარწმუნა, ამიტომ მიულერის განცხადებით, პოლონეთის მთავრობა ევროკავშირს ვეღარ დაელოდება, ამიტომაც გადაწყვიტა ცალმხრივად ემოქმედა.
ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირში ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებელია, მაგრამ ამ ქვეყანაში მაღაროები საკმარის რაოდენობას არ აწარმოებს იმ ტიპის ქვანახშირის, რომელიც სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების გათბობის სისტემისთვის გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პოლონეთის მიერ იმპორტირებული ქვანახშირის (12,8 მილიონი ტონა) 3/4 რუსეთზე მოდიოდა.
ამ თვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ავსტრალიელ კოლეგასთან ავსტრალიიდან ქვანახშირის შესყიდვის შესახებ გამართა მოლაპარაკებები.