რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის ხელისუფლება ვარშავაში რუსეთის საელჩოს მიმდებარედ, ერთ-ერთი შენობის
შენობის ჩამორთმევისთვის გააკრიტიკა. სამინისტროს მტკიცებით, ეს ნაბიჯი, რუსეთის დიპლომატიური სამსახურის საკუთრებას ხელყოფს და ის ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ამას არ ეთანხმება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების სპიკერის განცხადებით, შენობას მართალია რუსეთის საელჩო იყენებს, თუმცა ის ვარშავის მერიის ბალანსზე იმყოფება.
"ვარშავის ასეთი თავხედური ნაბიჯი, რომელიც სცილდება ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩარჩოებს, არ დარჩება მკაფიო რეაქციისა და შედეგების გარეშე რუსეთში პოლონეთის ხელისუფლებასა და პოლონეთის ინტერესებთან მიმართებით". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩამორთმეულ შენობას რუსეთის საელჩოს თანამშრომლების შვილების სკოლის ფუნქცია ჰქონდა.