პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვებს დააწესებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება პოლონეთში რუსეთის ელჩზე.
როგორც გაჟღერდა, ვარშავაში საელჩოს თანამშრომლები ვერ იმოგზაურებენ ნებართვის გარეშე მაზოვიეცკის სავოევოდოს გარეთ, სადაც პოლონეთის დედაქალაქი მდებარეობს, სხვა ქალაქებში არსებული საკონსულოების თანამშრომლები კი ვერ შეძლებენ მოგზაურობას შესაბამისი სავოევოდოების ფარგლებს გარეთ.
ამ ზომების მიღება დაკავშირებულია იმ ეჭვებთან, რომლის მიხედვითაც რუსეთის მონაწილეობა რამდენიმე დივერსიულ აქტში სავარაუდოა.