ბეიბ რუთი ამერიკული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენად ითვლება. მისი პროფესიონალური დებიუტიდან 110 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მისი ბეისბოლის ბარათები კვლავ ისტორიას წერენ.
კერძოდ, 1914 წელს ბეიბ რუთის გამოსახულებით გამოშვებული ბარათი, სადაც ის ჯერ კიდევ ახალბედაა, ახლახან აუქციონზე 7,2 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ყველაზე ძვირად გასხვისებული ნივთია რუთის მდიდარ კოლექციაში.
თუმცა უნდა ითქვას, რომ რუთის ბარათი საგრძნობლად ჩამორჩება მიკი მანტლის 1952 წლის ბარათს, რომელიც 2022 წელს 12,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბარათების შემფასებელმა კომპანია Sportscard Guaranty Company-მ ბეიბ რუთის ბარათს 5-იდან 3 ქულიანი შეფასება მისცა, რაც იდეალურთან მიახლოებული მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ რუთის ბარათი ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ბარათია, “რობერტ ედვარდის” სააუქციონო სახლისთვის ის მაინც დიდი იმედგაცურებაა, რადგან მათი გათვლებით ბარათი 10 მილიონ დოლარზე ძვირად უნდა გაყიდულიყო.