მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელარუსიის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი საქართველოს სახელმწიფოსთან ღია კონფრონტაციაა - ხაზარაძე

63347a524bbc1
BM.GE
28.09.22 20:45
650
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი საქართველოს სახელმწიფოსთან ღია კონფრონტაციაა. ამის შესახებ მან სოციალურ სელში დაწერა.

მისი მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი ასევე საერთაშორისოდ დადგენილი ნორმების უგულებელყოფას ნიშნავს. 

"ბელარუსიის პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტი აფხაზეთში არის ღია კონფრონტაცია საქართველოს სახელმწიფოსთან, მის სუვერენიტეტთან და დამოუკიდებლობასთან.

ასევე ეს ფაქტი უგულებელყოფაა საერთაშორისოდ დადგენილი ნორმების. ჩვენს ქვეყანას ყველა მხრიდან უტევენ, ოცნების ხელისუფლება კი, აგრძელებს კაპიტულანტურ უმოქმედობას და რუსეთის მიმართ ღია საზღვრის პოლიტიკას", - წერს ხაზარაძე.

აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები