მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღი განთავსდა - ლუკაშენკო

ბელარუსი

პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღი წარმატებით განთავსდა და უახლოეს მომავალში ის ოპერირებისათვის მზად იქნება.

ავტოკრატი ლიდერის განმარტებით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსების მიზანი ბელარუსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და მშვიდობის უზრუნველყოფაა, რაშიც ბელარუსს მოსკოვი აქტიურად ეხმარება.

ზუსტად რა ტიპის ბირთვულ იარაღზეა საუბარი და რამდენ ქობინს მოიცავს ბელარუსის არსენალი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ მომავალში ბელარუსის შეიარაღება უფრო მეტად გაძლიერდება და ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსება გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ საწყისი ეტაპია.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მასშტაბით რუსული ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა და ის პირდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები