მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია - GWP-მ მუშაობა დაასრულა

თბილისის მერია
BM. GE
25.10.23 14:33
133

ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მოძრაობდა.

ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან შეუფერხებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

უპასუხისმგებლო GWP-ის გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი - ვიქტორ წილოსანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები