მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრ ფართს რომ აწერია „ქირავდება“, ეს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კარგად ასახავს“

5f1917264fbb1
ინგა მურუსიძე
22.07.20 23:20
1470
"ქუჩაში გავლისას ძალიან ბევრ ფართს რომ აწერია "ქირავდება", ეს ყველაზე კარგად ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას", - ამის შესახებ bm.ge-ის მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ განუცხადა.

პანდემიიდან მე-6 თვეს ჭელიძე სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიებს თანამშრომლების სახლში გაშვება უწევთ.

„შემცირებულია მუშაობა, ბევრი საწარმო დაიკეტა, თუმცა კომპანიების ნაწილს აქვს შემოსავალი. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ როგორც მსოფლიოში შემცირდა ეკონომიკა, ისე მოხდა ჩვენთანაც. თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე კარგად ეს ყველაფერი უძრავ ქონებას ეტყობა. ძალიან ბევრ კომერციულ ფართს რომ აწერია - "ქირავდება", ეს ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, თუმცა თანამშრომლების გაშვება ბევრს მოუწია“, - განაცხადა ჭელიძემ.

მას მოლოდინი აქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უკვე გაწერილია, სწრაფად ამუშავდება.

„ჩვენ ველოდებით, რომ სახელმწიფო პროგრამები, რაც გაწერილია, დროულად, ინტენსიურად ამუშავდეს და თუ კიდევ გაფართოვდება, უკეთესი იქნება. ახლა ჯერ ინერციით მიდის ყველაფერი და ჯერ რესურსი საბოლოოდ არ ამოწურულა, თუმცა წლის ბოლო იქნება ალბათ საბოლოო წერტილი, მით უმეტეს, თუ კოვიდის მეორე ტალღა იქნება. ზოგადად, მოლოდინები ბევრ ბიზნესს კარგი აქვს, თუმცა პანდემიას თან ერთვის ომი კავკასიაში, რაც მიგვანიშნებს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, აქედან გამომდინარე, ალბათ იმედიც არ უნდა გვქონდეს, ამიტომ კომპანიებმა თავად უნდა მიიღონ სიტუაციიდან გამომდინარე საუკეთესო გადაწყვეტილება. ყველამ გადარჩენაზე უნდა იზრუნოს - ზოგმა თანამშრომელი გაუშვას, ზოგმა დაქირავებული ფართი შეამციროს და ა.შ. კრიზისია გლობალური, ეპიდემია და ომი ერთმანეთს ერთვის და ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია“, - განაცხადა ჭელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები