მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრად უკეთეს შედეგებს ველოდები" - გიორგი გახარია ეგზიტპოლზე

ექსპრემიერი

"ბევრად უკეთეს შედეგებს ველოდები" - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეგზიტპოლის შედეგებს.

„მე გეტყვით, რომ მე ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს, მას შემდეგ, რაც თვლა დაიწყება. მინდა გითხრათ, ამ ეგზიტპოლის ცდომილება საკმაოდ დიდია, ამიტომ არის ახლა ამხელა სხვაობები. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული უბნიდან ხმების დაცვა. როცა დათვლის შედეგები დასრულდება, ოპოზიციური პარტიების შედეგები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე არის ეგზიტპოლებით“, - თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, როცა შედეგების დათვლა დაიწყება, მაშინ უნდა იზეიმოს ყველამ.

„ოცნება შეეცდება, თავის ვირტუალურ რეალობასთან მიგვაახლოოს და იმის მაგივრად, რომ ახალ დითირამბებით ვზეიმობდეთ, უნდა ვისხდეთ ყველა და თითოეული უბანი გავიაროთ და დავიცვათ ხმები“, - თქვა გახარიამ.

"მთავარის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 42%, "ახლები" - 18% , ენმ - 13%, "ლელო" -9% "გახარია" – 8%;

"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 40.9%, "ახალი" - 16,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 16.7%; „ლელო“ – 10.3%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 8.2%.

"იმედის" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 56.1% "ახალი" - 12.6% "ნაციონალური მოძრაობა" - 11.6% „ლელო“ – 7% „გახარია - საქართველოსთვის“ - 4.8%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები