მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ნიშანი იყო, რომ ივანიშვილი რუსულ სისტემას აშენებდა, ამიტომ მაქვს {საელჩოებთან} სასაყვედურო - დიპლომატი

გიორგი ბადრიძე

დიპლომატ გიორგი ბადრიძის აზრით, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებმა გვიან აღმოაჩინეს, რომ მათ მიერ მხარდამჭერი ხელისუფლების პოლიტიკა დასავლური კურსის იმიტაცია იყო.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების facebook-გვერდებზე გამოქვეყნებული ქარდებით კომუნიკაციის ფორმას შეეხებოდა.

„ნიშანი ბევრი იყო, რომ ის {ბიძინა ივანიშვილი} რუსულ პოლიტიკურ სისტემას აშენებდა საქართველოში, ამიტომ მაქვს მათთან {საელჩოებთან} სასაყვედურო, რომ დიდი ხნის წინ შეიძლებოდა მინიშნებები და უფრო პრინციპული საუბარი ბიძინა ივანიშვილთან; შეუძლებელი არ იყო იმის გამოცნობა, რომ ის იყო იმიტაცია და არა დასავლური კურსი, რასაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ახორციელებდა“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

დიპლომატის შეფასებით, საელჩოებს რეაგირება „ცოტა არ იყოს, დააგვიანდათ“ და გვიან აღმოაჩინეს, სინამდვილეში რა განზრახვა ჰქონდა მათ მიერ მხარდაჭერილ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას.

„2012 წელს, აშშ გულმხურვალედ მიესალმებოდა ხელისუფლების ცვლილებას. უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სრული მხარდაჭერა სენატის იმ წარმომადგენლების, რომლებიც ახლა გლობალური ომის პარტიის წევრებად გამოაცხადა. კონკრეტულად ის ადამიანები იყვნენ აქ ჩამოსულები და ბიძინა ივანიშვილმა მათ აღუთქვა, რომ საქართველო გააგრძელებდა შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას, მაგრამ გადააგდო.

იმ პერიოდში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმდენად ახლოს იყო ბიძინა ივანიშვილთან, რომ „ნორლანდის ჩუსტებზე“ ანეკდოტიც კი შეიქმნა - მინიშნება იყო იმაზე, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან ხშირად იყო სტუმრად. ანუ ყველაფერი მასთან {ივანიშვილთან} მჭიდრო მხარდაჭერით და მეგობრობით დაიწყო. ამდენად, ივანიშვილის არჩევანი იყო, დაჰპირისპირებოდა თავის დაპირებებს და პრინციპებს, რომლის გამოც ის აირჩიეს.

მთავარი მომენტი ალბათ 2022 წელი იყო, როცა ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოს წევრობაზე დაეწყო საუბარი, რომელზედაც მანამდე არ საუბრობდა, რაც ბიძინა ივანიშვილს აძლევდა იმიტაციის საშუალებას, რომ - „დიახ, თქვენ არ გვიღებთ თორემ მე თქვენკენ მოვდივარ“... ამასობაში ვიღებდით ასობით მილიონი ევროს დახმარებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ა.შ. 2022 წელს კი, როცა ევროკავშირის მხრიდან ითქვა, რომ „აი, მზად ვართ მიგიღოთ წევრად, ოღონდ რიგი კრიტერიუმები უნდა შეასრულოთ“, დახედა ბიძინა ივანიშვილმა ამ რეკომენდაციებს და აღმოაჩინა, რომ თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზას გააგრძელებს, ჯიბეში ვერ ეყოლება სასამართლო და სხვა ინსტიტუტები და მოუწევს ძალაუფლების შტოები, რომელიც კერძო საკუთრებად აქვს გაფორმებული, დათმოს“, - აღნიშნა გიორგი ბადრიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები