მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეჟან წაქაძე მზად არის, "რუსულ კანონს" ხელი მოაწეროს

წაქაძე

მე მზად ვარ, მაგ კანონს ხელი მოვაწერო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მყოფი ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

„ეს არ არის ევროპული გზა, რაც გუშინ ქნეს და როგორი შეძახილებიც ხდებოდა. რა მდგომარეობაში იყვნენ ის ახალგაზრდები? თრობის ქვეშ იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა. მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კეთილი ინებოს ნებისმიერმა, დიდი იქნება თუ პატარა, დაიცვას სუვერენიტეტი და დისტანცია. მე მზად ვარ, კანონს ხელი მოვაწერო და დავიცვა ჩემი ქვეყანა. ქვეყანამ ორ ფეხზე მდგომმა, მყარად უნდა ვიაროთ“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები