მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

პარლამენტის პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ გახსნა.

პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ესწრებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პირველ სხდომას არ ესწრება არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

პირველი სხდომის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები