მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილი: ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის

5ffdfc68ab0b9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.21 00:53
1201
„ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის“, - განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან მიმავალმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება განათლების სისტემის რეფორმირებით და განათლებაში მნიშვნელოვანი რესურსების ჩადებით უნდა მოხდეს.

“ღარიბები ვართ, ეკონომიკურად კარგად გვესმის ჩვენი სიღარიბე. ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის, ძირითადად, ვისაც არაფერი არ გაუკეთებია. ჰგონია, რომ ყველაზე იოლია პოლიტიკა. ჩვენ არცერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის, ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენი სწორედ ესაა და განათლების რეფორმაზეც ჩვენ მოვახერხეთ და ამხელა ნაბიჯი გადავდგით. ეს რომ გუნდმა შეძლო ეს გმირობის ტოლფასია და განათლებაზე მიმართვა რესურსის არის იმის საწინდარი, რომ გაგვიჩნდეს ღირსეული მომავალი. ღარიბები ვართ, ეკონომიკაში ხომ იოლი დასათვლელია, რომ ათჯერ ჩამოვრჩებით ევროპას. 10-ჯერ ჩამოვრჩებით უხეშად რომ ვთქვათ. 5 ან 10 პროცენტითაც რომ ზარდო ეკონომიკა, ამას ნახეთ რამხელა დრო სჭირდება,” - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები