მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესრულებული როლი უზარმაზარია“ - ღარიბაშვილი

62b598676cfed
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.22 15:00
821
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესრულებული როლი უზარმაზარია“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის როლს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონი ივანიშვილის როლს თუ ვინმე არასათანადოდ აფასებს, მაშინ ამას დასაბუთებული არგუმენტირებული ფაქტები სჭირდება და არა პოლიტიკური შეფასებები. თუ ამის მტკიცებას ადამიანი ვერ მოიტანს, ეს უსაფუძვლო ცილისწამება და ბრალდებაა. თუ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის როლს, როგორც ყოფილი პრემიერის და პარტიის დამფუძნებლის - დიახ, ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, იყო პრემიერ-მინისტრი. მისი პიროვნული ავტორიტეტი და მისი როლი, რომელიც მან შეასრულა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან უზარმაზარია, ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები