მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილმა ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა - პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ივანიშვილი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს, რომელიც თბილისში გამთენიისას იქნება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეხვედრაზე უარი უთხრა - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით გასულ თვეებში ერთი და იგივე მიზეზით, ივანიშვილმა უარი თქვა, არა ერთ უცხოელ დიპლომატთან შეხვედრაზეც. ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილის პოზიციაა, რომ ის სანქცირებულია და სანქციებისა და შანტაჟის პირობებში არავის შეხვდება.

"ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარი უპასუხა. ამას აქვს თავისი ახსნა და განმარტება. მინდა გითხრათ, რომ გასული თვეების განმავლობაში, სხვა დიპლომატებმაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა უარი შეხვედრაზე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე საკითხების შეთანხმება.

ყველა შემთხვევაში. უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე, ბიძინა ივანიშვილია აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მისი მკაფიო პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ, ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და სანქციები მოიხსნება, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს", - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები