მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის? - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

ბიძინა მზად ხარ სანქციებისთვის? - ამ კითხვით, ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე პოსტს აქვეყნებს.

"რატომ დადო სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან საქართველოს დიქტატორმა ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების თაობაზე კონტრაქტი? ბიძინა მზად ხარ სანქციებისთვის?", - წერს ჯო უილსონი.

საუბარია, ჩინურ სახელმწიფო კორპორაციაზე CCCC, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში უპირატეს ნომინანტად დასახელებულ ჩინურ კორპორაცია CCCC-ის 2025 წლის იანვრის ბოლომდე მიეცა ვადა, რათა მათ საკუთარი საინვესტიციო პოზიცია დააზუსტონ. მინისტრის განცხადებით, ეს რიგით მესამე დაზუსტება იქნება.

ამასთან დღეს გახდა ცნობილი, რომ ტრამპმა თავდაცვის მდივნის მოადგილის პოსტზე წარადგინა მილიარდერი სტივენ ფაინბერგი, რომელსაც ანაკლიის პორტში ინვესტირება სურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები