მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბილ აკმანის ფონდს $64 მილიარდად Universal Music-ის შესყიდვა სურს

აკმანი

მილიარდერი ინვესტორის, ბილ აკმანის ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ს 64 მილიარდ დოლარად Universal Music Group-ის შესყიდვა სურს. ფონდმა მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტის სრული გამოსყიდვის წინადადება ოფიციალურად უკვე შეიტანა, რაც ბაზრის მონაწილეებმა პოზიტიურად მიიღეს და Universal Music-ის 10%-იანი ზრდა გამოიწვია.

გარიგების პირობების თანახმად, აქციონერები თითოეულ ფასიან ქაღალდში მნიშვნელოვან პრემიას მიიღებენ. ამასთან, ახალი სტრატეგიული გეგმა მუსიკალური კატალოგების მონეტიზაციის ზრდასა და სტრიმინგ პლატფორმებიდან შემოსავლების 15-პროცენტიან მატებას ითვალისწინებს.

კომპანიის მენეჯმენტი შეთავაზების დეტალურ განხილვას დირექტორთა საბჭოს უახლოეს სხდომაზე გეგმავს. საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე ფისკალური კვარტლის ბოლომდე გამოქვეყნდება, რომლის შემდეგაც გარიგება მარეგულირებელთან გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, მუსიკალურ ინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის კონსოლიდაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

ბილ აკმანს Universal Music-ის მიმართ ინტერესი აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს. მისი თქმით, ეს ფონდი ნამდვილ ინტელექტურალურ საგანძურს ფლობს, რომელიც AI-ის ეპოქაში განსაკუთრებით ღირებული მნიშვნელოვანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები