საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, “ბილაინი” აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, ინტერნეტ პრემიუმს სთავაზობს. ინტერნეტ პრემიუმის აქტივაციისას, მომხმარებელი ერთჯერადად იხდის საფასურს და 3 თვის განმავლობაში, ყოველთვე ავტომატურად ერიცხება შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე არაა საჭირო, ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაციით აბონენტი მობილური ინტერნეტის ყოველთვიურ ხარჯს 30%-ით შეიმცირებს.
მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მრავალფეროვანი ინტერნეტ პრემიუმ პაკეტებიდან მისთვის სასურველი: 2GB - ₾14.5; 4GB – 23₾, 10GB - 35.5₾; 30GB – 63₾. ყველა ჩამოთვლილი პაკეტი მოიცავს ღამის ულიმიტო ინტერნეტს უფასოდ და მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად. 3 თვის გასვლის შემდეგ, აბონენტს კვლავ შეუძლია პაკეტის შეძენა, მომდევნო 3 თვით. პაკეტის შერჩევა, გააქტიურება და ბალანსის შემოწმება შესაძლებელია კომბინაციით *315#.
“ბილაინის” მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რათა რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა ქონდეს ხარისხიან 4G მომსახურებაზე.
ცნობისთვის: ბრენდი "ბილაინი" (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com
ბიზნეს მედია საქართველო უწყვეტ რეჟიმში გთავაზობთ სიახლეებს ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში. თვალი გვადევნეთ სხვადასხვა პლატფორმაზე ინფორმაციის სწრაფად მისაღებად.