მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance-ი საქართველოში პლასტიკური ბარათის, Binance Card-ის გამოშვებას გეგმავს

644e1f6748066
გიორგი არონია
30.04.23 11:53
1254

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა, Binance-ი საქართველოში საკუთარი პლასტიკური ბარათის, Binance Card-ის გამოშვებას გეგმავს, - ამის შესახებ Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა, გლებ კოსტარევმა ბიემჯისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესს 1-2 წელიწადი დასჭირდება. გლებ კოსტარევის განმარტებით, Binance Card-ი ჩვეულებრივი სადებეტო ბარათია, მაგრამ ის მიბმულია არა საბანკო ანგარიშს, არამედ კრიპტოპორტფელს და შესაბამისად, ამ ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხა მისი კრიპტოსაფულიდან ეჭრება, მაგრამ უშუალოდ ტრანზაქცია კრიპტოვალუტაში არ ხორციელდება.

“აქტიურად განვიხილავთ საქართველოში Binance-ის პლასტიკური ბარათის გამოშვებას, მაგრამ არა უახლოეს პერიოდში - Binance Card-ის გამოშვებას ალბათ 1-2 წელიწადი დასჭირდება. Binance Card-ი, თავისი არსით, ჩვეულებრივ სადებეტო ბარათს ჰგავს, მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ის დაკავშირებული არის არა საბანკო ანგარიშთან, არამედ Binance-ის კრიპტოსაფულესთან. ამ ბარათით პროდუქტს ან სერვისს რომ ყიდულობთ, თანხა კრიპტოანგარიშიდან გეჭრებათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ტრანზაქცია არა კრიპტოვალუტაში, არამედ ლარში ხორციელდება. აღარ გიწევთ ანგარიშიდან კრიპტოვალუტის გამოტანა, მისი განაღდება, შემდეგ თანხის ბანკში შეტანა და ასე გადახდა - ამ პროცესს Binance-ის ბარათი მომენტალურად ახორციელებს”, - ამბობს გლებ კოსტარევი.

ცნობისთვის: საკუთარი პლასტიკური ბარათი Binance-მა ჯერ კიდევ 2020 წელს გაუშვა. დღეს ის ევროპის ეკონომიკური სივრცისა (EEA) და ლათინური ამერიკის ქვეყნებში (LATAM) გვხვდება. ამ ეტაპზე, Binanace Card-ს 14 კრიპტოვალუტის მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ბიტკოინის, ტეზერის, BNB-ის, BUSD-სა და XRP-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები