მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance-ი საქართველოში წლის ბოლომდე 50-მდე ვაკანსიის გამოცხადებას გეგმავს

642057276e104
გიორგი არონია
27.03.23 00:05
1114

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი, რომელმაც საქართველოში ოპერირება ოფიციალურად დაიწყო, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში 50-მდე ვაკანსიის გამოცხადებას გეგმავს, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის, ასევე მარკეტინგის, ბიზნესის განვითარებისა და პროგრამირების მიმართულებით, - ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს თავად კომპანიამ მიაწოდა. Binance-ის ინფორმაციით, დღეს, კომპანია საქართველოში ოცდახუთ ადამიანს ასაქმებს.

ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის გარდა, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნასაც გეგმავს, რაც, თავის დროზე, Binance-ის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ საქართველოში სტუმრობისას დააანონსა. “საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანაა და Binance-სთვის რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. დღეისათვის, კომუნის ჩართულობით ქვეყანაში სამი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც, ჯამში, ორი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. კრიპტოკომუნისა და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან კრიპტოვალუტების განვითარების მიმართ ინტერესს და ამ სფეროს ზრდის პოტენციალს ვხედავთ”, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა, ვლადიმირ სმერკისმა.

საქართველოში ოპერაციების ოფიციალურად დაწყების პარალელურად, მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ ადგილობრივი წარმომადგენლობის დირექტორიც დანიშნა - ამ პოსტს გიორგი ჩაგელიშვილი დაიკავებს. “ქვეყანაში ჰაბის შექმნა ლოგიკური გაგრძელებაა იმ დიალოგისა, რომელიც ხელისუფლებასთან გასულ წელს დავიწყეთ. ჰაბის ფარგლებში ქვეყანაში რეკრუტინგს დავაჩქარებთ და Binance-ის რეგიონულ წარმომადგენლობაზე უფრო მკვეთრ აქცენტს გავაკეთებთ”, - აღნიშნა “Binance საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი ჩაგელიშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები