მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიო ორგანული მულჩის" წარმოება 15-20% -ით გავზარდეთ - „ჯეო მულჩი"

მულჩ

„ჯეო მულჩმა“ "ბიო ორგანული მულჩის" წარმოება 15-20% -ით გაზარდა - ამის შესახებ „ჯეო მულჩის“ დირექტორმა კოტე გოგალაძემ Bm.ge-სთან განაცხადა.  მისი თქმით, აღნიშნული ზრდა, ფერმერებში მულჩის შესახებ ინფორმირებულობამ და პროდუქციის ხარისხმა განაპირობა. 

მისივე განმარტებით, ზრდა საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებასაც უკავშირდება, სადაც "ბიო ორგანული მულჩი" აქტიურად გამოიყენება.

"ბიო ორგანული მულჩის" ვაწარმოებთ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიო ორგანულ სასუქად“ არის დარეგისტრირებული. ამ მიმართულებით ნელ-ნელა ცნობადობა იზრდება. საქართველოში მულჩი უცხო პროდუქტია და მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში გამოყენება რთული და კომპლექსური საკითხია. ყოველ სეზონზე ამ მიმართულებით 15-20% -იანი ზრდა გვაქვს და წლის ჭრილში 200-300 კუბის რეალიზაციას ვახდენთ.

პროდუქტზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად წარმოებაც იზრდება. მოთხოვნის ზრდა განპირობებულია ბიომეურნეობის განვითარებით, ასევე პროდუქტის ცნობადობის გაზრდით. მაგალითად, დასავლეთში გვქონდა გაგზავნილი, სადაც კენკროვან კულტურებში მოიხმარეს და პროდუქტის ნდობა რომ იზრდება მოთხოვნაც იზრდება“, - განაცხადა მან.

„ჯეო მულჩის“ დირექტორის თქმით, "ბიო ორგანული მულჩის" რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, კერძოდ კი დიდი მოთხოვნა დასავლეთში და კახეთის რეგიონშია. კომპანია სეზონზე 200-300 კუბის "ბიო ორგანული მულჩის" რეალიზაციას ახდენს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას კოტე გოგალაძემ განაცხადა, რომ კომპანია მომავალ წელს დანადგარების განახლებას გეგმავს, რაც პროდუქციის ფასზეც აისახება.

„დანადგარები მოძველებულია, რაც დიდ რესურსს გვართმევს. მხოლოდ ერთი დანადგარის ღირებულება, საშუალოდ, 150 000 დოლარია, რაც  ამერიკიდან უნდა ჩამოვიტანოთ. ეს არის საშუალო დონის დანადგარი და მაღალი დონის გადამდგარი გაცილებით ძვირი ღირს. ვგეგმავთ, რომ 2024 წლისთვის ახალი დანადგარი გვქონდეს, რაც პროდუქციის თვითღირებულებასაც დაახლოებით 20%-ით შეამცირებს“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯერ- მულჩი“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე 12-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ცნობისთვის:მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები