მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მულჩირება საქართველოში ისე განვითარდება ვფიქრობ, დაუმულჩავ მიწას ვეღარ ვნახავთ - „ჯეო მულჩი“

მულჩი

„ჯეო მულჩმა“ "ბიო ორგანული მულჩის" წარმოება 15-20% -ით გაზარდა. ამის შესახებ „ჯეო მულჩის“ დირექტორმა კოტე გოგალაძემ Bm.ge-სთან განაცხადა.  მისი თქმით, ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებას უკავშირდება, სადაც "ბიო ორგანული მულჩი" აქტიურად გამოიყენება.

"ბიო ორგანული მულჩის" მიმართულებით ნელ-ნელა ცნობადობა იზრდება. საქართველოში მულჩი უცხო პროდუქტია და მით უმეტეს მისი სოფლის მეურნეობაში გამოყენება რთული და კომპლექსური საკითხია. ყოველ სეზონზე ამ მიმართულებით 15-20% -იანი ზრდა გვაქვს და წლის ჭრილში 200-300 კუბის რეალიზაციას ვახდენთ. პროდუქტზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად წარმოებაც იზრდება. მოთხოვნის ზრდა განპირობებულია ბიომეურნეობის განვითარებით, ასევე პროდუქტის ცნობადობის გაზრდით“, - განაცხადა მან. 

რაც შეეხება მულჩირების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში და დეკორაციული მიმართულებით, „ჯეო მულჩის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ მულჩირების ტექნოლოგია საქართველოშიც განვითარდება.

„ჩვენი პროდუქტი იმდენად გამდიდრებულია, ბიოლოგიური ნივთიერებებით, რომ თუ ფერმერი მას მოიხმარს, საერთოდ აღარ  იქნება საჭირო ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მცენარეს დაავადებები აღარ უჩნდება.

მულჩირება ამერიკული ტექნოლოგიაა და იქ ნერგსაც რომ რგავენ აუცილებელია ეს ნერგი დაიმულჩოს. ეს ნელ-ნელა საქართველოშიც შემოდის და ვფიქრობთ ნელ-ნელა მიწას ვეღარ ვნახავთ დაუმულჩავს.

ბიო მულჩი იმდენად განვითარებულია ბიოლოგიური ნივთიერებებით, რომ საერთოდ აღარ არის საჭირო ნიადაგის ქიმიური დამუშავება. ბიო ორგანულ მულჩი ქიმიურ ნივთიერების გამოყენებას აუცილებლად ჩაანაცვლებს იმიტომ რომ როცა ამ მულჩს მოიხმარ ქიმიური ნივთიერებები საჭირო აღარ არის.

მაგალითად, მულჩის დადებითი თვისებებია, რომ მცენარეს დაავადებები, ჭრაქი აღარ უჩნდება, ბარვა და თოხვნა აღარ სჭირდება გლეხს და სარეველა მცენარეები აღარ ხარობს და დაახლოებით 8 გრადუსია განსხვავება ტემპერატურა მიწასა და ზედაპირს შორის. ასევე, წყლის მოხმარებას ამცირებს 50% -ით და ქიმიური დანამატები საჭირო აღარ არის რასაც დღეს აქტიურად მოიხმარენ ფერმერები. ასევე „ბიო ორგანული მულჩი“ უსაფრთხო პროდუქტია.

რაც შეეხება მულჩირების მოხმარების პერიოდს, 2-3 წელიწადში გადახალისება სჭირდება, რადგან ეს ბუნებრივი ხისგან არის დამზადებული და დროთა განმავლობაში ნეშომპალად გარდაიქმნება. თუ ფერმერი მას მაგალითად,  10 კვადრატზე დაყრის პირველ ეტაპზე, 2-3 წელიწადში 15-20% სჭირდება გადახალისება. ის მიწას ანაყოფიერებს და მოსავლიანობასაც ზრდის“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ: მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია. მულჩის ქართული წარმოება შპს „ჯეო- მულჩმა“ 2014 წლიდან დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები