მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოგრაფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს

645ccfe2a9f0c
BM.GE
11.05.23 12:47
2275
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე „ბიოგრაფის“ ბრენდით წარმატების მორიგ ისტორიას შექმნის. „ბიოგრაფის“ მიზანი ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა,

„ვისოლ ჯგუფს“ საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25 წლიანი ისტორია აქვს. ჯგუფი ქვეყანაში კომერციული უძრავი ქონების განვითარებასაც ეწევა, შესაბამისად, დაგროვებული გამოცდილებით საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე შევქმენით ბრენდი, რომელიც წარმატების საკუთარ ისტორიას დაწერს. „ბიოგრაფის“ მიზანი საქართველოში მშენებლობის ხარისხისა და მედეგობის ახალი სტანდარტებით უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. მომავალი ხუთი წლის მანძილზე „ბიოგრაფი“ 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით, 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანითა და კომერციული საქმიანობისთვის საინტერესო სივრცეების მოწყობით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაშიც შეიტანს წვლილს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა“ აცხადებს „ბიოგრაფის“ დამფუძნებელი და „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
„ბიოგრაფი“ ცენტრალურ უბნებში ისეთ თანამედროვე, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს განავითარებს, სადაც ისტორია და კულტურა შერწყმულია ქალაქის ძლიერ ენერგიასა და შეუჩერებელ პროგრესთან, სადაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ და ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

კომპანია პირველ ეტაპზე სამ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს, რომლებიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს მოიცავს და ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე განთავსდება. პირველი პროექტის - „საკენის“ მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ვაჟა ფშაველას #25-ში დასასრულს მიუახლოვდა და მშენებლობა სულ მალე დაიწყება. „საკენი“, „მატიანი“, „ჰისნი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსებია, სადაც ინტეგრირებული ქართული, ისტორიული დიზაინ მოტიფები განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს ქმნის.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული ფიტნეს დარბაზები, აუზები, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი გამწვანებული ეზოები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი „ბიოგრაფის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. ასეთ გარემოში „ბიოგრაფი“ ღია საზოგადოებას შექმნის, სადაც ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

„ბიოგრაფის“ დეველოპერული პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. ენერგოეფექტური კონსტრუქციები კლდოვან ქანებზე დაფუძნებულ ხიმინჯოვან საძირკველზე აღიმართება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას შექმნის.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები