მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიომეურნეობა "სამყურა" სათბურისა და კაფეს მშენებლობას იწყებს

618bf70dd7d21
მარიამ იზორია
10.11.21 23:10
769
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარე ბიომეურნეობა „სამყურა“ სათბურისა და კაფეს მშენებლობას იწყებს, რომელიც უკვე გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც „სამყურას“ დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა bm.ge-სთან განაცხადა, ორივე პროექტისთვის ჯამში 35 000 ლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და კაფეში 3 ადგილობრივს დაასაქმებს.

„ძალიან მალე კაფესა და სათბურის მშენებლობას დავიწყებ, სათბური საშუალებას მომცემს, რომ ჩემი პროდუქცია სეზონური აღარ იყოს, მინდა, რომ კაფე ამ სათბურშივე იყოს და მოსულ სტუმრებს ჩემ მიერ მოყვანილი ბოსტნეულით მომზადებული კერძები შევთავაზო, ვფიქრობ, უკვე გაზაფხულზე გავხსნი და 3 ადგილობრივსაც დავასაქმებ. რაც შეეხება ინვესტიციას, სათბურის მშენებლობას 25 000, ხოლო კაფეს 10 000 ლარი მოხმარდება“ - ამბობს ნიკა ბეგალიშვილი.

ინფორმაციისთვის, ბიომეურნეობა ნიკა ბაგალიშვილმა დაახლოებით 3 წლის წინ დააფუძნა, 1.5 ჰექტარი მიწა ყველანაირ ბოსტნეულს, მათ შორის დეკორატიულ წიწაკებსა და მზესუმზირებს, შავ პომიდორს, იასამნისფერ კარტოფილს აერთიანებს. „სამყურა“ ბოსტნეულის გარდა, ბიოზეთსა და ბაბუაწვერას მურაბას აწარმოებს, რომელთა რეალიზებას ჯანსაღ ბიობოსტნეულთან ერთად ფეისბუქ-გვერდზე ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები