მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება ქვეყანაში ბიოწარმოება?

ბიომეურნეობა სამყურა

საქართველოში ბიოწარმოება ნელი ტემპით ვითარდება, თუმცა მათი რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით შესამჩნევად გაიზარდა. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ფერმერები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ, მათ მომხმარებელს შორის კი როგორც ფიზიკური პირები, ასევე [იურიდიული] ჰორეკა სექტორია.

ბიომეურნეობა “სამყურას” დამფუძნებელი bm.ge-სთან ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა. მცირე წარმოება ქართული ბაზრის მოთხოვნას ჯერჯერობით ვერ უმკლავდება, შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნებიდან ინტერესის მიუხედავად, "სამყურას" პროდუქტი ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ფერმერი ამბობს, რომ საქართველოში არსებულ ბიოწარმოებებს ხელშეწყობა სჭირდებათ, რადგან წარმოება ხარჯიანია, ფერმერებისთვის ხარჯის გაწევა კი რისკისშემცველი.

“ბიოპროდუქთან მიმართებით, როგორც ცნობიერება, ასევე გაყიდვები იზრდება. გასულ წელს „სამყურას“ ბოსტნეულის გაყიდვები და წარმოება 50%-ით გაიზარდა. საქართველოში ბევრი ბიოპროდუქტის მწარმოებელი ფერმერი არ გვყავს. წარმოებას ხელშეწყობა სჭირდება, რათა მეტ ფერმერს მიეცეს ბიოწარმოების სტიმული. ბიოპროდუქტის წარმოებაში უფრო მეტი რისკია და მეტად ხარჯიანიცაა“ - ამბობს ნიკა ბაგალიშვილი.

ხელშეწყობის აუცილებლობაზე BM.GE-სთან საუბრობენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაშიც. "ელკანას" დირექტორის თქმით, ბიოწარმოების განვითარებისთვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან პროგრამები დაინერგოს. კერძოდ, სუბსიდირების მიმართულებით გაღებული თანხა ბიო პროდუქტების წარმოების წახალისებას მოხმარდეს. მაკა ჯორჯაძის განმარტებით, საქართველო მაღალი ხარისხის და ძვირად ღირებული პროდუქტის ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი.

„ჩვენი გადმოსახედიდან კონკურენტუნარიანები მხოლოდ ძვირი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ბაზარზე ვართ, რადგან მას პროდუქციაში დანაწევრებული, მცირე მეურნეობებით გაგვიჭირდება კონკურენტუნარიანები ვიყოთ", - განმარტავს მაკა ჯორჯაძე.

მაღალი ხარისხის და ღირებულების ღვინოს აწარმოებენ ის მეღვინეები, რომლებსაც ბიოვენახები აქვთ. ასეთი საქართველოში ბევრი არ არის. მეღვინეობა „ფაფრის ველმა“ წარმოება თავიდანვე ბიო ვენახებში მიღებული ყურძნით დაიწყო. როგორც მეღვინე BM.GE-სთან ამბობს, სწორედ ბიოტექნოლოგიის გამოყენების გამო, „ფაფრის ველის“ ვენახები თითქმის სრულად გადაურჩა მიმდინარე წლის სტიქიებს.

„თავიდანვე ბიოვენახები გვქონდა და შედეგიც სახეზეა. სტიქიების დროს არაბიო მეთოდებით შეწამლული ვენახები უფრო მეტად დაზიანდნენ. მოსავლის კუთხით წელს ერთ-ერთი საუკეთესო წელი გვექნება. ზოგადად, მოსავლიანობა ყოველთვის მცირე გვაქვს, ხშირად ორჯერ და სამჯერ მცირეც, ვიდრე სტანდარტულად სხვა ვენახებში, თუმცა ხარისხი გამორჩეულია“, - ამბობს შალვა ქურდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები