მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კახეთში ვენახები მოშენულია იქ, სადაც არ უნდა იყოს, რაც დაავადების გამძაფრებას იწვევს"-ფაფრის ველი

რთველი სუბსიდირება

მევენახეები 2023 წლის რთველთან დაკავშირებით არც თუ ისე საიმედო შეფასებებს აკეთებენ. კერძო სექტორი ამბობს, რომ წელს მათთვის რთული წელი იქნება და ეს არამხოლოდ გასულ კვირას კახეთში მოსულ უხვ ნალექს, არამედ მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში არსებულ მაღალ ტენიანობას უკავშირდება. 

კომპანია "ფაფრის ველის" დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, რომ კლიმატურ პირობებს მევენახეები წინ ვერ აღუდგებიან, მაგრამ ამ პირობებშიც კი შესაძლებელია ყურძნის ხარისხის რაღაც დონემდე შენარჩუნება. 

მისი განმარტებით, დღეს მევენახეებს ამის მოტივაცია არ აქვთ, რადგან იციან, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ყურძენს, მათ შორის გაფუჭებულს მაინც ჩაიბარებს, შესაბამისად ყურძნის ხარისხზე მევენახე აღარ ფიქრობს. 

შალვა ქურდაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ კუთხით პოლიტიკა არ შეიცვალა, საქართველოში ყურძნის და შემდეგ უკვე ღვინის ხარისხი სულ პრობლემა იქნება. 

“როდესაც მოდის სეტყვა დაზღვეული არაფრისგან არ ხარ და გინადგურებს ვენახს. საბედნიეროდ ძალიან არ დააზიანა ახლა ჩვენი ვენახი სეტყვამ, 5-10%-იც არ არის დაზიანებული. წელს ცუდი მოსავლის წელი იქნება სხვადასხვა მიზეზების გამო. აქ მარტო ამინდი არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ როცა მევენახემ, რომელიც აბარებს ყურძენს იცის, რომ კარგად მოუვლის ვენახს თუ ცუდად 90 თეთრს გადაუხდიან დიდი მოტივაცია მას არ აქვს რომ თანხა დახარჯოს და ვენახს მიხედოს. 

მეორე- ვენახები სამწუხაროს ხშირად მოშენულია იქ სადაც არ უნდა იყოს, ალაზნამდეა ჩასული, რაც დაავადების გამძაფრებას იწვევს. ქართული მევენახეობის კონცეფცია გადასახედია. მევენახეობას არ ექცევა ყურადღება, როცა ქართულ ღვინოზე ვლაპარაკობთ და მის წარმატებაზე ვლაპარაკობთ, ამის ფუნდამენტი არის მევენახე. არადა მევენახის სტატუსი არის ყველაზე დაბალი ამ რგოლში. როცა ევროპულ მევენახეობას ვადარებთ, იქ ყველა ყველა მეღვინის სტატუსი მაღალია, რომელიც თავისი ყურძნისგან აკეთებს ღვინოს. ჩვენ კი ეს სტატუსი არ არის. თავდაყირაა დაყენებული მევენახის შრომა და მხოლოდ სუბსიდიით შორს ვერ წავალთ, ეს არაფერია თუ არა უხარისხო ყურძნის დაფინანსება. გადასახადის გადამხდელების ფულს ვაბანდებთ უხარისხო ყურძენში,”-ამბობს “ფაფრის ველის” დამფუძნებელი შალვა ქურდაძე. 

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები