გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი ვაქცინების წარმოებას სინგაპურში განიხილავს და ამ მიზნით ქვეყანაში საწარმოს აშენებას გეგმავს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ახალ საწარმოში კომპანია RNA ვაქცინებზე და კიბოს სამკურნალო საშუალებების შექმნაზე იმუშავებს.
ბიოტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, ქარხანა 2023 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება და ქვეყანაში, დაახლოებით, 80-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ Pfizer /BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ პირველმა მოიპოვა ავტორიზაცია და მხოლოდ აშშ-ს 170 მილიონი დოზა მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება.