საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3.4%-ით, 885-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა.
ბიტკოინის ფასმა 4%-ით მოიმატა და 18,100 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,400 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს კაპიტალიზაცია $171 მილიარდის ფარგლებშია.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, მაგალითად: ADA +21%; SOL +22%; ATOM +16%; LTC +10%.
კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, აშშ-ში უმუშევრობის დონე იკლებს და ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად მცირდება, რაც იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ფედერალური რეზერვი მოსალოდნელზე უფრო მალე გადაერთვება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე.
მოგეხსენებათ, FED-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი - პირიქით.
გარდა ამისა, სწორედ დღეს უნდა გასაჯაროვდეს აშშ-ის ინფლაციის სტატისტიკა. ინვესტორები და ტრეიდერები მოელიან, რომ დეკემბრის თვის მონაცემები რამდენიმე პროცენტული პუნქტით ნაკლები იქნება წინა თვის მონაცემებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების არგუმენტს.