მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 82 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 78 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 10 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.

IEA-ის შეფასებით, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წლის ბოლომდე ნავთობის დღიური წარმოება საშუალოდ 2.4 მილიონი ბარელით უნდა გაიზარდოს; მომავალ წელს კი ამ მაჩვენებელმა დამატებით 930,000 ბარელით უნდა მოიმატოს.

სააგენტოს განმარტებით, ნავთობზე მოთხოვნის ზრდა გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და ავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიურ პროგნოზს იზიარებს OPEC-იც, რომელმაც განახლებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ ნავთობზე მოთხოვნა ახლაც მაღალია და მომავალშიც სწორედ ასე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები